Exclusive. საფრანგეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” ექსმცველი ქუთაისშია, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია

Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედო” ევროტურნირების წინ ცნობილი ცენტრალური მცველით, 34 წლის მამადუ სახოთი გაძლიერდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ფეხბურთელი ს “დინამოს” წინააღმდეგ იმერული კლუბის შეხვედრას დაესწრო.
ფრანგი უკანახაზელი, რომლის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა, ამჟამად უკლუბოდაა, ბოლოს კი “მონპელიეში” გამოდიოდა. 187 სმ სიმაღლის სახო ყველაზე კარგად “ლივერპულიდან” გვახსოვს, სადაც 2013-დან 2016 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი იჯარით “კრისტალ პალასს” შეუერთდა. მამადუს კარიერა პსჟ-ში დაიწყო.
სახოს საფრანგეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. “მამლების” რიგებში 29 მატჩში 2 გოლის ავტორია.
რაც შეეხება ქუთაისის
“ტორპედოს”, ისინი ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიციაზე არიან, მომავალ სეზონში კი კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ