Evolution Georgia-ს დასაქმებულები 12 ივლისს გაიფიცებიან

Evolution Georgia-ს თანამშრომლები 12 ივლისს სრულმასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ. ამ დროის მონაცემებით, გაფიცვას 4621 ადამიანი აპირებს. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.