European Pravda: უნგრეთი მთელი ამიერკარპათიის „ტრადიციულად უნგრულ“ ტერიტორიად გამოცხადებას ითხოვს

უნგრეთი მოითხოვს, რომ მ ამიერკარპათიის მთელი ტერიტორია „ტრადიციულად უნგრულად“ აღიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ავრცელებს.

გამოცემა აქვეყნებს ბუდაპეშტის 11-პუნქტიან მოთხოვნებს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც არსებული ცნობით, კიევს ჯერ კიდევ იანვარში გადაეცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ხელით.

ჟურნალისტის თქმით, დოკუმენტში უმთავრესი და ყველაზე საკამათო პუნქტი უნგრელების უფლებების დაცვის სპეციალური დონის მქონე ადგილების იდენტიფიცირება იყო.

როგორც European Pravda წერს, უმცირესობების უფლებების დაცვის სპეციალური დონის მქონე ადგილებთან დაკავშირებით ნორმა არსებობს უკრაინის კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, საუბარია ქალაქებსა და სოფლებზე, სადაც უმცირესობის წარმომადგენლები „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ (15%-ის ზევით) და უმცირესობების „ტრადიციული“ საცხოვრებლების (ბოლო 100 წლის განმავლობაში 10%-ს ზემოთ) არის წარმოდგენილი.

„თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბუდაპეშტისთვის – მათ მოითხოვეს, რომ ამიერკარპათიის ყველა დასახლება ავტომატურად აღიარებულიყო „ტრადიციულად უნგრულად“, თუნდაც ისისი, სადაც უნგრელები ისტორიულად არასოდეს ცხოვრობდნენ“, – წერს გამოცემა.

European Pravda-ს ცნობით, უნგრეთში ეყრდნობიან იმ ფაქტს, რომ ზოგადად, ამიერკარპატების რეგიონში 2001 და წინა წლების აღწერის მიხედვით, უნგრელების წილი 10%-ზე მეტი იყო.

„ამას გარდა, ს მთავრობა 10%-იანი ნორმის პრინციპის გაუქმებას ითხოვს. ანუ, თუ ტრადიციულად, უნგრეთის უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც ცხოვრობდა გარკვეულ ტერიტორიაზე, მაშინ ის უნგრეთის ტერიტორიაა.

უნგრეთი კატეგორიულად ითხოვს მხოლოდ 2001 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, ამიერკარპათიაში მცხოვრები უნგრელების რაოდენობა თითქმის განახევრდა“, – ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტის ინფორმაციით, უნგრეთის მოთხოვნაა, უკრაინამ მხედველობაში არ მიიღოს ამ პროცესში ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება და მთელს ამიერკარპათიას „ტრადიციული უნგრული“ ტერიტორიის სტატუსი ავტომატურად მიენიჭოს.

გამოცემას ციტირებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინას, რომელიც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში. არსებული ინფორმაციით, მან დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, შეასრულოს უნგრეთის მოთხოვნები, როგორც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ