Europcar Georgia-მ 2023 წელი წარმატებით დაასრულა და შემოსავლების ნაწილში 30%-იანი ზრდა აჩვენა

რეგიონული გაფართოება, საერთაშორისო ჯილდოები, გაზრდილი ავტოპარკი და ფინანსური მაჩვენებლები – Europcar Georgia-მ გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა. გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. Europcar-ს ამ დროისთვის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.