Euromonitor International-ის ინდექსის მიხედვით, ბანგკოკი, სტამბოლი და ლონდონი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგის სათავეში არიან.
ტურისტებს აქ საკმაოდ ვრცელი სია იზიდავს – გასტრონომიიდან და შოპინგიდან დაწყებული, ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით დამთავრებული.
2024 წელს ბანგკოკმა 32 მილიონზე მეტი მოგზაური მიიღო, სტამბოლმა – 23 მილიონზე მეტი, ხოლო ლონდონმა – თითქმის 22 მილიონი.
ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საფრანგეთის, საუდის არაბეთისა და მალაიზიის მსხვილი ქალაქები.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე
