EURO2024-ის წინა შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი ნაკრებმა შესაძლოა საქართველოს ნაცვლად ავსტრიაში გაიაროს – GEO TEAM

GEO TEAM-ის ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოს ნაკრებმა საგურამოში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში გაიაროს.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში მიიღებს.ავსტრიაში დაგეგმილი შეკრების შემთხვევაში, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი საქართველოში აღარ ექნება. ამასთანავე, არ იქნება გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ღია ვარჯიში, რასაც ევროპის ჩემპიონატის წინ ტურნირზე მონაწილე ყველა ნაკრები საკუთარ ქვეყანაში ხშირად აკეთებს.“ – წერს GEO TEAM-ი.