EURO 2024-ის საპრიზო თანხა დამტკიცებულია – რა თანხა შეხვდება გამარჯვებულს?

14 ივნისს გერმანიაში UEFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და ის 14 ივლისამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, Euro 2024 – ის მონაწილე 24 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიცაა. ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
UEFA – მ საერთო ჯამში 331 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება
· ტურნირში მონაწილეობა: €9.25 მილიონი
· მატჩის ბონუსი: €1 მილიონი მოგებისთვის და €500 000 ფრისთვის
· 1/16-ფინალში გასვლა: €1.5 მილიონი
· მეოთხედფინალში გასვლა: €2.5 მილიონი ევრო
· ნახევარფინალში გასვლა: €4 მილიონი
· მეორე ადგილი: €5 მილიონი
· ტურნირის გამარჯვებული: €8 მილიონი
მაქსიმალური თანხა, რაც ჩემპიონმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში შეიძლება გამოიმუშაოს, 28.25 მილიონი ევროა.