EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქვეყნის ყველა ქალაქსა და დაბა ბაკურიანში განხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„რეგიონებში განსაკუთრებული მზადებაა ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის. 18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში დიდ ეკრანებზე გარდა 18,22,და 26 რიცხვის თამაშებისა, ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ მთელი თვის განმავლობაში EURO 2024-ის სხვა მატჩებსაც ადევნონ თვალი.
ღონისძიებების ჩატარების კონკრეტული ადგილები და პროგრამები ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.
ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი