EU-ში შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინას დაეხმარებიან

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ €1.4-მილიარდიან მოგებას უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებისთვის გამოიყენებენ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ გეგმაზე ოფიციალურად მაისის თვეში შეთანხმდნენ, თუმცა დიპლომატების თქმით, უნგრეთი გეგმის მიღებისთვის საჭირო ლეგალური ზომების გატარებას ხელს უშლიდა. ხოლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უნგრეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები წესების “უსირცხვილო” დარღვევაში დაადანაშაულა, რითაც წევრმა სახელმწიფოებმა უნგრეთის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებს თავი აარიდეს.
· ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინისთვის გამოიყენებენ
ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 24 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, წევრებს შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხზე სრული ერთიანობა საჭირო არ იყო, რადგან უნგრეთმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინა შეხვედრები გამოტოვა.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1.4 მილიარდი ევრო უკრაინის დასახმარებლად მომდევნო თვეშივე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დამატებით 1 მილიარდი ევრო – წლის ბოლოსთვის.
დიპლომატების თქმით, აღნიშნულ გეგმას თავდაპირველად მხარი ევროკავშირის სამხედრო დახმარების კომიტეტში დაუჭირეს, ხოლო მოგვიანებით მას მხარდაჭერა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გამოუცხადეს.
მოგვიანებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტო Facebook გვერდზე დაწერა, რომ “ეს აშკარა წითელი ხაზია, ევროპის საერთო წესების ასეთი სამარცხვინო დარღვევის მაგალითი აქამდე არ ყოფილა”.
ევროკავშირში მიღწეული ზემოხსენებული შეთანხმების გარდა, 13 ივნისს იტალიაში გამართულ G7-ის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს ს გადასცემენ. როგორც ცნობილია, ამ თანხას უკრაინა სესხის სახით მიიღებს. ფინანსური დახმარების დეტალებზე ჯერჯერობით G7-ის სახელმწიფოები არ შეთანხმებულან.