EU-ში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ უნგრეთს გვერდი რუსული აქტივების გასაყინად

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ს სახელმწიფო აქტივები ევროპაში შესაძლოა სამუდამოდ გაყინული დარჩეს.
როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კრემლის იმედებს, რომ ომის შემდგომი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გაყინული თანხები განიბლოკება.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა სამართლებრივი მექანიზმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს გვერდის ავლით დაამტკიცა.
დანიის საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადებით, ხუთშაბათს ევროკავშირის ელჩებმა საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭეს ევროკომისიას, რომ ს სახელმწიფო აქტივები, 210 მილიარდი ევროს ოდენობით, დაბლოკილი იყოს მანამ, სანამ კრემლი უკრაინისთვის ომისშემდგომ რეპარაციებს არ გადაიხდის.
მათ განაცხადეს, რომ ელჩები შეთანხმდნენ გადასინჯულ ვერსიაზე და დაამტკიცეს წერილობითი პროცედურის დაწყება ოფიციალურად ევროკავშირის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. წერილობითი კენჭისყრა დღეს, ბრიუსელის დროითს 17:00 საათზე უნდა გაიმართოს. როგორც POLITICO წერს, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ძალიან მკაფიო უმრავლესობით“.
„ეს სამართლებრივი მექანიზმი დიდ დარტყმას აყენებს კრემლის იმედებს, რომ მისი თანხები ომის შემდგომი სამშვიდობო მოგვარების ფარგლებში განიბლოკება – იდეა, რომელსაც მხარს უჭერდა -ის პრეზიდენტი , მაგრამ ევროპაში პოპულარობით არ სარგებლობს.
POLITICO-ს მიერ ნანახი იურიდიული ტექსტის თანახმად, რომელსაც 11 დეკემბერს ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს, ევროკავშირის ახალი საგანგებო უფლებამოსილებები ძალაში დარჩება მანამ, სანამ „რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ უზრუნველყოფს რეპარაციებს უკრაინისთვის“.
ეს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, საგრძნობლად ამცირებს იმის ალბათობას, რომ პროკრემლისტურმა ქვეყნებმა ევროპაში, როგორიცაა უნგრეთი და , გაყინული თანხები რუსეთს დაუბრუნონ.
საგანგებო მუხლი ფაქტობრივად ცვლის არსებულ წესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებდა, რომ ერთხმად განეახლებინათ სანქციები ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
“ამით კრემლისადმი მეგობრული ქვეყნები კარგავენ ძალაუფლებას, განბლოკონ გაყინული თანხები სანქციების განახლებაზე უბრალოდ ხმის წინააღმდეგ მიცემით“, – წერს POLITICO.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა ეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილება იმით გაამართლა, რომ აქტივების რუსეთისთვის დაბრუნება ევროკავშირის ეკონომიკაში ქაოსს გამოიწვევდა და, შესაძლოა, გაერთიანების შიგნით კრემლის მიერ ჰიბრიდული თავდასხმების გაღვივებისთვის შეეწყო ხელი.
POLITICO-ს ცნობით, იურიდიულ ტექსტში, რომელიც კომისიამ მოამზადა, ნათქვამია, რომ აქტივების გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნება „წარმოადგენს ზომას, რომელიც მიზანშეწონილია რუსეთის ქმედებებით გამოწვეული, კავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უპრეცედენტო მასშტაბის შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად“.
როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თავდაპირველად ეს სამართლებრივი მექანიზმი იმ ცალკეული გეგმის გასაძლიერებლად შესთავაზა, რომელიც გულისხმობდა უკრაინისთვის რუსეთის 210 მილიარდი ევროს გაყინული აქტივების მობილიზებას, რომელთა უმეტესი ნაწილი ბელგიაში არსებულ Euroclear-ში ინახება.
თუმცა, ბელგია ეწინააღმდეგება გეგმას იმის შიშით, რომ რუსეთის მიერ თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში მას მოუწევს სესხის დაფარვა. ბელგიის შეშფოთების შესამსუბუქებლად, კომისიამ იმ სამართლებრივი წინადადებიდან, რომელიც ხუთშაბათს დამტკიცდა, ამოიღო სესხის შესახებ მითითებები.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას აპროტესტებს უნგრეთი. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით ბრიუსელი დღეს „რუბიკონს კვეთს“ და ევროკავშირს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
„დღევანდელი პროცედურით ბრიუსელი ერთი ხელის მოსმით აუქმებს ერთსულოვნების მოთხოვნას, რაც აშკარად უკანონოა. დღევანდელი გადაწყვეტილებით ბოლო მოეღება კანონის უზენაესობას ევროკავშირში, ხოლო ევროპის ლიდერები საკუთარ თავს წესებზე მაღლა აყენებენ. ევროკომისია, იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყოფდეს ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვას, სისტემატურად უხეშად არღვევს ევროპულ კანონმდებლობას. ამას ის აკეთებს იმ მიზნით, რომ გააგრძელოს ომი ში – ომი, რომელში გამარჯვებაც აშკარად შეუძლებელია.
ეს ყველაფერი ხდება დღისით-მზისით, ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე. ამით ევროკავშირში კანონის უზენაესობა იცვლება ბიუროკრატების მმართველობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიუსელში დიქტატურა მყარდება. უნგრეთი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს კანონიერი წესრიგის აღსადგენად“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე.
ს პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ასევე მისწერა წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, რათა მისი მთავრობის წინააღმდეგობა დაეფიქსირებინა „უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნებისმიერი გადაწყვეტის მიმართ, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას მომდევნო წლებისთვის“.