EU-ში არ ვცდილობთ NGO-ების კონტროლს, არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება – აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე მონაწილეობდნენ.
როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები მონაწილეობენ, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტი ძლიერ მესიჯს უგზავნის საქართველოს.
„ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს იმ გზით, როგორც ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ სურს თავის ქვეყანაში. ეს არ არის ევროპული პრაქტიკა და ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება. მარტივად – ეს არ არის ევროპული გზა წინ წამწევი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…