EU უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
ცნობილია, რომ აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.
ევროკომისრის თქმითვე, ზამთრის დადგომას დამატებითი პრობლემები მოაქვს უკრაინის მოსახლეობისთვის, ამიტომ, გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.
ცნობისთის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.