ევროკავშირი უკრაინას დამატებით 110 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ევროკომისარი კრიზის მენეჯმენტის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი:
ევროკომისრის განცხადებით, მოახლოებული ზამთარი დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სეგემტებს. ლენარჩიჩის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში 100 მილიონი ევრო უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი ევრო კი მოლდოვაში უკრაინელი დევნილების დასახმარებლად იქნება გამიზნული.
ევროკომისრის თქმით, თანხა გამიზნულია როგორც ფულადი დახმარებისთვის, ასევე მოსახლეობის საკვებით, წყლითა, საცხოვრისით და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისთვის, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას ასევე დამატებით გაუგზავნის ელექტროენერგიის გენერატორებსაც.
როგორც DW წერს, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას, ჯამში, 843 მილიონი ევროს მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.