EU უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას.
“ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა.
ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
The EU considers the Russian presidential election polling stations opened in occupied breakaway regions of Abkhazia & South Ossetia without consent of the Georgian Government illegal. The EU remains fully committed to Georgia’s sovereignty, independence & territorial integrity. https://t.co/NkiO7yIIJ7— EU Delegation Georgia