“EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს” | Reuters-ის სტატია კობახიძის ვიზიტზე

“EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს”, – ასე ეხმაურება საერთაშორისო გამოცემა Reuters საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს.
“ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, რომლებთანაც EU-ს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თბილისმა უარი თქვა დასავლეთის ქვეყნების გაყოლასა და ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ში შეჭრის შემდეგ და გასულ წელს რუსულ ავიახაზებს უფლება მისცა განაახლონ პირდაპირი ფრენები საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეწყდა. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, ევროკავშირმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მომავალ გაწევრიანებას, თბილისმა თავისი საგარეო პოლიტიკა ბრიუსელთან უფრო უნდა დააახლოოს.” – წერს Reuters.