EU-ს შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთიდან იმ სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე – ახალი წესები

ევროპულმა საბჭომ ს საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციის მოქმედებების საპასუხოდ სანქციების ახალი ჩარჩო ჩამოაყალიბა.
“რუსეთი: ახალი სანქციების ჩარჩო იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დესტაბილიზაციაში” – ამ სახელწოდებით ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე ინფორმაცია.
ახალი წესებით, ევროკავშირს შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთიდან იმ პირებსა და სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, როგორიცაა:
· ძირის გამოთხრა საარჩევნო პროცესებისთვის;
· კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟი;
· დეზინფორმაცია;
· მავნე კიბერ აქტივობები;
· მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია;
“EU ამიერიდან შეძლებს გაუმკლავდეს სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის ძირის გამოთხრა; ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის სერვისების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ მუქარა და დივერსია; კოორდინირებული დეზინფორმაციის გამოყენება, უცხოური ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა (FIMI); მავნე კიბერ აქტივობები, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია და სხვა დესტაბილიზაცია. დღევანდელი გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის წინადადებაზე დაყრდნობით, არის ევროკავშირის პასუხის ნაწილი რუსეთის მიერ ჰიბრიდული აქტივობების გაგრძელების კამპანიაზე… ამ ახლად ჩამოყალიბებული ჩარჩოს მიხედვით, დანიშნული პირები დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და EU-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის სახსრების მიწოდება. გარდა ამისა, ფიზიკური პირები ასევე დაექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, რაც ხელს შეუშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაში ან ტრანზიტში,” – წერია განცხადებაში. „მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა