ვაშინგტონის პარალელურად უკრაინის ბედი წყდება ბრიუსელშიც. ევროკავშირის საგარეო მინისტრები რამდენიმე საათია მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან და მინისტერიალის ფარგლებში ვიქტორ ორბანის პრობლემის დაძლევის გზებზე მსჯელობენ. ფორმალურად დიპლომატების მთავარი მიზანია, გასცენ რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც სამ დღეში ევროკავშირის 27 ლიდერი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის მოლოდვას და საქართველოს სტატუსის შესახებ. თუმცა უნგრეთის პრემიერის პოლიტიკურმა და ფინანსურმა ვაჭრობამ ვითრება ჩიხამდე მიიყვანა.
ევროპელი საგარეო მინისტრები ამ დრომდე აგრძელებენ მინისტერიალს. ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა, უნგრეთის წინააღმდეგობა, უკრაინის ომი და მათ შორის საქართველოს პრობლემებიც – ბრიუსელში მიმდინარეობს საბოლოო კონსულტაციები, მოლაპარაკებები და მსჯელობა ახალი ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. რაზე შეთანხმდებიან დიპლომატები საბოლოო გადაწყვეტილებამდე 3 დღით ადრე? შეძლებს თუ არა ევროკავშირი ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის დაძლევას და მიიღებენ თუ არა საქართველო და უკრაინა კანდიდატის სტატუსს?