EU-ს მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით მათმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო (bm.ge)

ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ¾ მიიჩნევს, რომ გაერთიანების წევრობამ მათ ქვეყანას სარგებელი მოუტანა. ევროს, ისევე როგორც საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, ისტორიულ მაქსიმუმზეა – ამის შესახებ ცნობილი “ევრობარომეტრის” უახლესი კვლევიდან ხდება.
ევროპელები ევროკავშირის წევრობაში სარგებელს ხედავენ
კვლევის თანახმად, ევროპელების 74% აცხადებს, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით ისარგებლა. გაერთიანების მოქალაქეების 59% ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავლის მიმართ, ხოლო რესპონდენტთა 73% ამბობს, რომ თავს ევროკავშირის მოქალაქედ გრძნობს. ევროკავშირისადმი ნდობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა და მას გამოკითხულთა 48% ენდობა.
ევროპელებს უფრო მტკიცე და ძლიერი ევროკავშირი სურთ
რესპონდენტთა 67% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი “სტაბილურობის კერაა მშფოთვარე სამყაროში”. ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს: 83%-ს მიაჩნია, რომ კავშირმა გლობალურად უნდა მოახდინოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია.
ევროპელების 79% მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას – ეს 2004 წლის შემდეგ დაფიქსირებული მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა კვლავ რჩება იმ ქმედებად, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპის მოქალაქეების ცხოვრებაზე ყველაზე დიდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს (42%). მას მოსდევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (26%), ევროკავშირში სურსათის, ჯანდაცვისა და სამრეწველო მარაგების უზრუნველყოფა (25%) და არალეგალური მიგრაციის მართვა (24%).
რაც შეეხება საბიუჯეტო პრიორიტეტებს, მოქალაქეებს სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი დაიხარჯოს დასაქმებაზე, სოციალურ საკითხებსა და საზოგადოებრივ ზე (42%), განათლებაზე, მომზადებაზე, ახალგაზრდობაზე, კულტურასა და მედიაზე (36%) და თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე (35%).
რეკორდული მხარდაჭერა ევროს მიმართ
ევრობარომეტრის კვლევამ საერთო ვალუტის მიმართ ევროკავშირში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა (74%) დააფიქსირა, ხოლო ევროზონაში – მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (82%). ევროპის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ევროპელთა 46% მას დადებითად აფასებს, 46% კი – უარყოფითად.
მოქალაქეთა უმრავლესობა, 49%, ფიქრობს, რომ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში სტაბილური დარჩება.
უკრაინის ომზე ევროკავშირის რეაგირების მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება
უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის ფონზე, ევროპელი რესპონდენტების 81% მხარს უჭერს ომს გამოქცეული ადამიანების მიღებას ევროკავშირში, ხოლო 77% ემხრობა უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
ევროკავშირის მოქალაქეების 73% მხარს უჭერს ეკონომიკურ სანქციებს ს მთავრობის, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. 59% ეთანხმება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ხოლო 57% მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდების დაფინანსებას.
რუსეთის შეჭრა ში კვლავ რჩება ევროკავშირის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევად (26%), რასაც მოსდევს იმიგრაცია (20%), საერთაშორისო ვითარება (19%) და უსაფრთხოება და თავდაცვა (18%). ევროპელი რესპონდენტების 77% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის შეჭრა ში საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.
სტანდარტული “ევრობარომეტრი 104” ჩატარდა 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში. ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 26,445 მოქალაქე. გამოკითხვები ასევე ჩატარდა ცხრა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და გაერთიანებულ სამეფოში.
bm.ge