EU-ს ინსტიტუტებს ქართველების გზავნილებს წიგნის სახით გადასცემენ — ღონისძიება ბრიუსელში

„საქართველოს ევროპული ორბიტისა“ და „Promote Georgia-ს“ ორგანიზებით დღეს, 5 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 18 საათზე ბრიუსელში საჯარო ღონისძიება —„საქართველოს ევროპული ხმა“ — იმართება.
ღონისძიების დასასრულს ევროკავშირის ინსტიტურებს წიგნის სახით სიმბოლურად გადასცემენ რამდენიმე თვის განმავლობაში „საქართველოს ევროპული ორბიტის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩაწერილ ქართველი ხალხის გზავნილებს.
ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ხმის გაძლიერებით ევროკავშირის ქვეყნებში.
ღონისძიების მასპინძლები არიან ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი და კრისტინა პიტალსკაია, „Promote Georgia-ს“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ:
· ნანა მალაშხია, საჯარო მოხელე და სამოქალაქო აქტივისტი, 2023 წლის მარტის პროტესტების ერთ-ერთი მთავარი სახე;
· — ცნობილი ქართველი მწერალი;
· ნინო კირთაძე — ქართველი და ფრანგი მსახიობი, კინორეჟისორი;
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ამსტერდამში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ნატალია გაბუნია და ნიდერლანდელი მევიოლინე ვუტერ ვოსენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა