EU-ს ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აუნთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ქართველი დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის გაჩერებას მხარი დაუჭირეს.
რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის”. – წერს იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი