პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია და ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ბრიუსელში იმყოფებიან. ისინი ევროპელ პარტნიორებს გადასცემენ წიგნაკს, რომელშიც დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ნება, რომ ქართველების უალტერნატივო არჩევანი ევროავტალნტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა.
“სტიკერებთან ერთად, რომელთა შორისაც არიან დათო ტურაშვილი და ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, ასევე, ნინო კირთაძე არის ჩამოსული პარიზიდან, ჩვენ ჩამოვიტანეთ ევროკავშირის დედაქალაქში საქართველოს ევროპულ ხმას და ჩვენთან ერთად არის ჩანაწერთა წიგნი, რომელიც ასახავს მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველების გზავნილებს, მათ სურვილებს”, – ამბობს ნინო ლომჯარია
როგორც ნანა მალაშხია ამბობს, საქართველო დგას გზაგასაყარზე, სადაც ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა.
“ისტორიული დღეები გვიახლოვდება, უმნიშვნელოვანესი, რომელსაც არა მარტო ათწლეულობით, არამედ ასწლეულობითაც ველოდით. ჩვენ დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე და ამ გზა გასაყარზე ჩვენი არჩევანი არის ევროპა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვიტანეთ ქართული ხალხის ხმა, სურვილი ევროპაში ყოფნის. ეს ჩვენი არის ეგზისტენციალური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის” – ამბობს ნანა მალაშხია.