ვარშავაში ევროკავშირის გენერალური საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრას, სადაც გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, საქართველოს გარეშე ჩატარდა.
გენერალურ საქმეთა საბჭო ძირითადად შედგება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ევროპის საქმეთა მინისტრებისგან. შეხვედრას ხელმძღვანელობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა.
„გენერალურ საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა. საქართველოსთვის ცარიელი ადგილი დარჩა“, – დაწერა X-ზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის გვერდმა X-ზე და პოსტს თან დაურთო მაგიდასთან საქართველოსთვის განკუთვნილი ცარიელი სკამის ფოტო.
როგორც პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო შეხვედრას მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო არ ესწრებოდა.
„პირველ სხდომაზე ოთახში ცარიელი სკამი იდგა – საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო, ამ პროცესის ნაწილი არ არის. თუმცა, როგორც ევროპული თანამეგობრობა, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და გვჯერა, რომ ის მომავალში კვლავ შეუერთდება ამ გზას“, – განაცხადა ადამ შლაპკამ.
