რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იყო პოლიტიზებული და მას შეუძლია ბლოკის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
“რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ეს არის ევროკავშირის სურვილი, გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება პროცესებს. მან ისაუბრა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გადაწყვეტილებაზე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
“ეს არის აბსოლუტურად სუვერენული საკითხი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისათვის. მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიზება მაშინვე ჩანს”, – თქვა პესკოვმა.