“EU-ს ბაზარზე გასვლა მარტივი არ არის, თუმცა ეს განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა” – ილია გეფერიძე

ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “გეფერინის” გენერალური დირექტორი, ილია გეფერიძე, BMGTV-ის ეთერში “გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” რუბრიკაში ევროკავშირის ბაზარზე გასვლის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს. მისი თქმით, EU-ს ბაზარზე შესვლისას, მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების დაცვა, რაც კომპანიამ მდგრადი მოდის პრაქტიკების დანერგვით შეძლო.