საქართელოში ევროკავშირის ელჩი და მისი გუნდის წარმომადგენლები საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ მოქალაქეთა ოჯახებსა და მეგობრებს შეხვდნენ.
EU სრულ სოლიდარობას უცხადებს უსამართლოდ დაკავებულებს და “ქართულ ოცნებას” სინდისის პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს” – წერია განცხადებაში.
ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.” – წერია განცხადებაში