EU საქართველოში დემონსტრანტებს დღიურად €120 ევროს გადაუხდის – რუსული მედია
რუსული სამთავრობო მედია РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ევროკავშირს “საქართველოს გათავისუფლება არ სურს” და ნებისმიერ ფასად აპირებს ქვეყნის “დემოკრატიული ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას”.
რუსული საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის არაეფექტური ლიბერალური დაპირებებიდან გადავიდეს უკვე პოლიტიკურ ზეწოლაზე”.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ “პარალელურად საქართველოში ქუჩის საპროტესტო აქციების გაღვივების მცდელობები მიმდინარეობს და დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეულ მონაწილეს დღიურად 120 ევროს გადახდა”.
“ევროკავშირის ჩინოვნიკებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ ქართული ოპოზიციური პარტიების – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის, საქართველოსთვის, ევროპული საქართველოსა და გირჩი – მეტი თავისუფლების გაერთიანებაზე. მათ უნდა შექმნან ერთიანი მუშტი, რომელიც მიმართული იქნება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, წინააღმდეგ” – წერს მედია დაზვერვაზე დაყრდნობით.
tabula.ge
