ევროკავშირმა საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული დაბრკოლებები და გამოწვევები.
EU-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რთული პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა, მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსია, ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყანაში სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს.
“საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:
1.პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე.
2.სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.
3.მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი:სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
