EU საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანება შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობითა და მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით.
1-3 სექტემბერს, ოცდაერთი პირი იქნა ბრალდებული ჯგუფური ძალადობის „ორგანიზებაში“ ან „მონაწილეობაში“, ნარკოტიკების უკანონო ფლობაში ან განზრახ სხეულის დაზიანებაში, ხოლო სასამართლო პროცესები გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ორ ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერს ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დააკავეს, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გამოიყენეს”, – აცხადებს ევროკავშირი.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ადამიანთა ძირეული უფლებები, ხოლო ასევე გამოიძიოს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლება, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების ყველა ბრალდება და პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას”, – წერია განცხადებაში.
გაერთიანება ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას შესაბამის ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების გამართული ფუნქციონირება.
ამასთანავე ხაზგასმულია, რომ უნდა გაუქმდეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება.
“შეგახსენებთ, რომ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია. მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე, აქტიურად, ინკლუზიურად და შინაარსიანად იყოს ჩართული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის ყველა გადადებული რეკომენდაცია”, – წერს EU.
განხადებაში ასევე დაგმობილია მთავრობის გადაწყვეტილება, დაგვიანებით მიეწვია ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
“ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისთვის მომავალი ს სადამკვირვებლოდ მიწვევის ნაკლებობა გამოავლინა, ასევე არ მოხდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დროული მიწვევა. ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან: ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, და გაერთიანებული სამეფო.