EU: საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მივიჩნევთ

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში ს საპრეზიდენტო ს ჩატარებას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოს უწოდებს.
“ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის უბნების გახსნას. ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას” – წერია ევროკავშირის განცხადებაში.
განცხადება ასევე გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
სამინისტრო გმობს “ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით” – ვკითხულობთ განცხადებაში.