EU საქართველოს მთავრობას ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება.
„დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”, — წერს X-ზე ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი.
Georgia: Intimidation, threats and physical assaults against civil society activists, politicians and journalists are unacceptable. The EU urges the authorities to ensure that fundamental rights of all citizens are protected and those acts are investigated. — Nabila Massrali (@NabilaEUspox) May 9, 2024
8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ, 9 მაისს კი — ოპოზიციონერი აქტივისტი .
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მესამე დღეა, უცხოური და ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები აპროტესტებენ რუსული კანონისთვის რუსულის წოდებას.
9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ -ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ. უწყებაში არაფერი უთქვამთ გუშინ, 8 მაისს, ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.