EU “ოცნებას”: შეწყვიტეთ ჩვენს ელჩზე თავდასხმა მისი სამუშაოს შესრულების გამო

ევროკავშირის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში აქვს სრული ნდობა და მისი განცხადებები ასახავს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის რეალობას.
„ამიტომ ჩვენი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის, შეწყდეს ჩვენს ელჩზე თავდასხმა მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის საქმეს აკეთებს. სამწუხაროდ, რასაც თვალს ვადევნებთ საქართველოს მხრიდან, არის დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბური მცდელობა. ეს შეტევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს რეალური ვითარების დამახინჯებასთან — რეპრესიებთან და ძალადობასთან მებრძოლი უდანაშაულო მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, — განაცხადა ანიტა ჰიპერმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
სწორედ ამიტომაც, მისი თქმით, ევროკავშირის ქმედებები შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, იქნება ეს ყველა პოლიტიკური კონტაქტის დონის აბსოლუტური დაქვეითება თუ ხელისუფლების მიმართ ფინანსური მხარდაჭერის მკვეთრი შემცირება.
მან თქვა, რომ ევროკავშირს სურს იხილოს კონკრეტული ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ევროკავშირის ელჩს საქართველოში ს უწოდებენ რადიკალს და ადანაშაულებენ საშინაო საქმეებში ჩარევაში.
„დიპლომატიურ საქმიანობასთან არ აქვს კავშირი მას, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩას. ეს ადამიანები გარედან იმართებიან, ფინანსდებიან. ეს არის გლობალური ომის პარტია“, — განაცხადა დღეს თბილისის მერმა მ ევროკავშირის ელჩის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი