EU-მ უკრაინისთვის 1,5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების წლიური პროგრამის ბოლო ტრანში დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების წლიური პროგრამის ბოლო ტრანში დაამტკიცა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარჩენილი 1,5 მილიარდი ევრო უახლოებს დღეებში გადაირიცხება. მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის ფინანსურ სტაბილურობას.
“უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ 1,5 მილიარდ ევროს – წლევანდელი პროგრამის ბოლო ტრანშს”, – განაცხადა ლეიენმა.
მისივე თქმით, 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 16,5 მილიარდი ევრო უკვე გადარიცხულია კიევში.