EU-მ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო ირანულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

EU-მ ს სამხედრო მხარდაჭერის გამო ირანულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო, ირანულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს სანქციები
დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა 6 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია, რომლებიც ირანში უპილოტო საჰაერო ხომალდების შემუშავებასა და წარმოებაში მონაწილეობენ, რომლებიც რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება.
სანქცირებულთა სიაშია: Baharestan Kish Company და მისი მმართველი დირექტორი, Saad Sazeh Faraz Sharif და მისი აღმასრულებელი დირექტორი. ასევე სიაშია Sarmad Electronic Sepahan Company.
აღნიშნულ ფიზიკურ და ფირებს ევროკავშირში აქტივები გაეყინებათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.