ევროკავშირმა უკრაინისთვის €3.2 მილიარდის თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ესაა Ukraine Facility მექანიზმი, რომელიც 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
ამ დრომდე კიევმა უკვე მიიღო ექვსი მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების სახით, 1.89 მილიარდი ევრო ავანსი და სამი ტრანში 4.2, 4.1 და 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით.
