EU-ის წევრებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ – მერცი

გერმანიის ახალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, თანამდებობაზე არჩევიდან მეორე დღესვე, პირველი საერთაშორისო ვიზიტით პარიზს ესტუმრა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
მერცისა და მაკრონის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის და ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხები იყო.
როგორც ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, ევროკავშირის ყველა წევრს თავდაცვის ხარჯების გაზრდა დასჭირდება.
„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია თანდათანობით შევავსოთ ჩვენი შესაძლებლობების ხარვეზები და კოლექტიურად დავუჭიროთ მხარი ს“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ბერლინი „შექმნიან ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს“.
რაც შეეხება უკრაინას, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მზად არიან დაეხმარონ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის პროცესის ზედამხედველობაში. თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში ომი -ის მონაწილეობის გარეშე ვერ დასრულდება.
„ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომის დასრულება უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი ჩარევის გარეშე, ეს არ არის ის, რისი ჩანაცვლებაც ევროპელებს შეუძლიათ“,- განაცხადა მერცმა.
საფრანგეთის შემდეგ გერმანიის ახალი კანცლერი პოლონეთს ეწვევა. ამასთან, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მალე უკრაინასაც ეწვევა.
ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად 6 მაისს აირჩია.
განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე კანცლერის თანამდებობაზე მერცის დანიშვნას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მერცს კანცლერად არჩევისთვის მინიმუმ 316 ხმა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მერცის კონსერვატიული ბლოკი და მისი კოალიციური პარტნიორი ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) ბუნდესტაგში, ჯამში, 328 ხმას აკონტროლებენ, დღეს გამართულ პირველ კენჭისყრაზე მერცის კანდიდატურა ჩავარდა, რადგან მას მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რამდენიმე საათში ჩატარებულ განმეორებითი კენჭისყრისას კი მერცმა ოდნავ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე კანცლერად არჩევისთვის სჭირდებოდა.