EU-ის სპიკერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, მოერიდონ უხეშ რიტორიკას და დეზინფორმაციას

“ვიმეორებთ მოწოდებას პოლიტიკური ლიდერებისადმი, მოერიდონ უხეში რიტორიკის ნებისმიერ ფორმასა და დეზინფორმაციას”, – ასე უპასუხა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას კითხვას, შეეფასებინა კახა კალაძის განცხადება ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით.
6 ოქტომბერს მ ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან”. კერძოდ, საუბარია ელჩის განცხადებაზე, რომელშიც მან ქართული ოცნების ახალ საარჩვნო ბანერებს “სამარცხვინო და შემზარავი” უწოდა.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირის ელჩი თბილისში ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენს და ქართველ პარტნიორებს ევროკავშირის მოლოდინებს გადასცემს.
“ევროკავშირის ელჩი თბილისში წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას და გადასცემს ევროკავშირის მოლოდინებს ქართველ პარტნიორებს. ევროკავშირს ელჩის მიმართ აქვს სრული მხარდაჭერა და ნდობა. ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისადმი, მოერიდონ უხეში რიტორიკის ნებისმიერ ფორმასა და დეზინფორმაციას, იმუშაონ კონსტრუქციულად ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად”, – ნათქვამია პიტერ სტანოს კომენტარში.