ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა.
“საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. ხდება ოპოზიციაზე წნეხი, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ უკვე შევკვეცეთ დაფინანსება და პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.
დღეს შევთანხმდით, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შევუწყვიტოთ უვიზო რეჟიმი და კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.