ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში “სანქციების რამდენიმე ვარიანტი დევს მაგიდაზე.”
მისივე თქმით, სანქციებს გაერთიანების წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ.
“სანქციების რამდენიმე ვარიანტი დევს მაგიდაზე, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები უჭერენ მხარს. ამ საკითხზე ახალი იმპულსი გაჩნდა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ კაია კალასი ისაუბრებს”, – თქვა მან.
ამასთანავე, EU-ის მაღალჩინოსანმა ფორმულას განუცხადა, რომ გაერთიანებისთვის საქართველოში სამოქალაქო სივრცეების შეზღუდვა შემაშფოთებელია.
მისი თქმით, “დამატებით” შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია.
“ძალიან გვაშფოთებს სამოქალაქო სივრცეების შეზღუდვა. ვიცით, როგორ მძიმე ვითარებაში უწევთ მედიას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მუშაობა.
დამატებითი შეშფოთებას იწვევს კონკრეტული პირების შევიწროება და დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ”, – თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ფორმულასთან.
