EU-ის ელჩი: ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს შეფასებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია”.
ეს განცხადება მან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას გააკეთა.
“ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს”, – განაცხადა ელჩმა.