საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმეორებს EU-ის პრესსპიკერის მიერ ფორმულას კითხვის პასუხად გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის.
ელჩის თქმით, “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას.
ის იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, მოვლენების გაუარესების შემთხვევაში კი “ბეკრეტების გამოყენებაზე” საუბრობს.