ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ რიტორიკასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს.
კერძოდ, გაერთიანება მკაცრად უარყოფს და გმობს “ქართული ოცნების” რეჟიმის დეზინფორმაციას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თოთქოს, ევროკავშირს სურს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ან თავს მოახვიოს “არაქართული ღირებულებები.”
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული გზის მოწინააღმდეგეთა ინტერესებს ემსახურება.
ევროკავშირი ასევე მკაცრად გმობს, ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში მისი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ არსებულ შეტევებს და მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკოსს, თავი შეიკავოს აღნიშნული თავსახმებისა და პროვოკაციული გამოსვლებისგან.
“ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს ევროკავშირის როლთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი განცხადებები რომლებშიც მცარადაა წარმოჩენილი, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან იქ ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ დაწესებას, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას.
რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და ყალბი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შელახვა მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ, პირად თავდასხმებს და იმუშაონ მისი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში.
