EU და ბრიტანეთის შემდეგ, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს კანადაც შეამცირებს

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის შემცირებას კანადაც გეგმავს. როგორც ქვეყნის მთავრობა განმარტავს, ამით შეამცირებენ ს შესაძლებლობას, ომი აწარმოოს ში.
“კანადა იდგა და გააგრძელებს უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის გვერდში დგომას, რომლებიც იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს რუსეთის უკანონო ინტერვენციის პირობებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას”, – აცხადებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდი.
კანადა ნავთობის ნეტო ექსპორტიორია. მას 2022 წლის მარტიდან რუსული ნავთობის პირდაპირი იმპორტი აკრძალული აქვს.
ცნობისთვის, ამჟამად,დიდ შვიდეულს (G7) ურალსზე ფასის ზედა ზღვრად ბარელზე 60 დოლარი აქვს დაწესებული. იგეგმება მისი 47.60 დოლარამდე შემცირება, თუმცა, რუსული ურალსი ბირჟაზე, საფასო ჭერზე ძვირად, 63 დოლარად ივაჭრება.