EU რეაგირების ყველა ვარიანტს განიხილავს – ბორელი და ევროკომისია ვეტოს დაძლევაზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამაზე რეაგირებისთვის.
ბორელის თქმით, ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რაც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა.
ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
როგორც ბორელი ამბობს, რუსული კანონის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ გზაზე, რადგან ის სულ მცირე 3 რეკომენდაციას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) ეწინააღმდეგება იმ 9 რეკომენდაციიდან, რომლის შესრულების პირობითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებულ ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად