Etihad-ი მუმბაის მიმართულებით საიუბილეო რეისებს მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავით განახორციელებს

მიმდინარე წელს Etihad Airways-ი მუმბაიში ფრენის დაწყებიდან 20 წლის თავს აღნიშნავს. აღნიშნულის თარიღის აღსანიშნავად, ავიაკომპანია აბუ დაბისა და ინდოეთის ქალაქ მუმბაის შორის ფრენებს Airbus A380-ით განახორციელებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავით ფრენების განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს საკულტო თვითმფრინავი ჩვეულებრივ გამოიყენება შორ მანძილზე ფრენისთვის, ჩვენ მას ინდოეთში ფრენის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ავიაკომპანიის შემოსავლების და კომერციის ოფიცერმა არიკ დემ.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა გადამზიდავმა პირველი რეისი მუმბაის მიმართულებით 2004 წლის 26 სექტემბერს განახორციელა, დღეს კი ავიაკომპანია ინდოეთში 11 ქალაქში ასრულებს ფრენებს.
ავიანიუსი