ETF-ში ოქროს მოცულობა ივნისში ზრდას დაუბრუნდა

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, გლობალურ ETF-ებს (exchange traded funds) 2025 წლის ივნისში 7.6 მილიარდი დოლარი დაემატა რაც 74.6 ტონა ოქროს შეესაბამება.
ერთთვიანი გადინების შემდეგ, ინდიკატორი ზრდას დაუბრუნდა და მაშინვე შთამბეჭდავი მოცულობაც დაემატა. ივნისში ოქროს შესყიდვებში ჩრდილოეთ ამერიკის ფონდები ლიდერობდნენ. WGC-ის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრმა ზრდამ გაზარდა ინვესტორების მოთხოვნა უსაფრთხო თავშესაფრის შემცველ აქტივებზე.
ვრცლად interfax