ERP გადაწყვეტილებები ყველა ინდუსტრიისთვის SMART business Georgia-სგან

დღეს საქართველოში ბიზნესის სპეციფიკიდან და ინდუსტრიიდან გამომდინარე კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ – ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, მონაცემთა ანალიტიკა ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. კომპანიისთვის გადაწყვეტილების შესარჩევად საჭიროა საიმედო პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც არამარტო ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება ექნება მსგავსი პროექტების იმპლემენტაციის მიმართულებით.
საქართველოს ბაზარზე ასეთი კომპანიაა SMART business Georgia. Microsoft-ის არაერთგზის წლის პარტნიორის სტატუსის მფლობელის წარმატებულად დანერგილი პროექტების რიცხვში არაერთი ქართული კომპანიაა სხვადასხვა ინდუსტრიიდან. SMART business Georgia საქმიანობა მოიცავს Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე შემუშავებული სხვადასხვა გადაწყვეტილებების პროგრამულ უზრუნველყოფას. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
SMART Accounting საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ბიზნესის წარმოებისთვის SMART business Georgia-ს გუნდმა შექმნა Business Central-ის ლოკალიზაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დანერგოთ სისტემის ფინანსური მოდულები, სრულყოფილად განახორციელოთ ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის ამოცანები, გაითვალისწინოთ საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტები, დაბეგვრის სპეციფიკა და დაარეგულიროთ ბეჭდვითი ფორმების რეგლამენტის უზრუნველყოფის პაკეტი ქართულ ენაზე. სისტემა თავის მხრივ ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან- rs.ge-თან, და ბანკებთან.
SMART Payroll არის ინოვაციური პერსონალისა და სახელფასო აღრიცხვის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად ადაპტირებულია საქართველოს შრომის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. ის შეუფერხებლად ინტეგრირდება Microsoft-ისა და SMART business-ის სხვა პროდუქტებთან, მარტივი გამოსაყენებელია, აქვს მოქნილი პარამეტრები, მისი ფუნქციონალი მუდმივად უმჯობესდება.
SMART WMS არის კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ საწყობის მართვის პროცესების ავტომატიზაცია, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად გაფართოების შესაძლებლობა.
SMART WMS დანერგვის უპირატესობები მოიცავს:
– საწყობის ყველა ოპერაციის ავტომატიზაციას მონაცემთა შეგროვების ტერმინალების გამოყენებით
– ინვენტარის კონტროლს რეალურ დროში
– საქონლის შენახვის ორგანიზაციას და სივრცის ოპტიმიზაციას
– საწყობის მუშაობის სიჩქარისა და სიზუსტის ზრდას
– ადამიანური შეცდომების რაოდენობის შემცირებას
– დეტალურ ანგარიშგებას საწყობის პროცესების კონტროლისა და ანალიზისთვის.
SMART business Georgia-ს გადაწყვეტილებები მორგებულია ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტურობას, სისწრაფესა და სტაბილურ განვითარებას.

აირჩიეთ SMART business Georgia – თქვენი საიმედო პარტნიორი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.