Equinor-მა მესამე კვარტალი ნავთობისა და გაზის ფასების შემცირების გამო წმინდა ზარალით დაასრულა

ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor ASA-მ 2025 წლის მესამე კვარტალი წმინდა ზარალით დაასრულა, რაც ნახშირწყალბადების ფასების შემცირებასა და აქტივების ჩამოწერას უკავშირდება.
ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა ზარალმა 204 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2.285 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებასთან შედარებით. კორექტირებული მოგება 31%-ით შემცირდა და 1.67 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
შემოსავალი 2%-ით გაიზარდა და 26.05 მილიარდ დოლარს მიაღწია.