ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო იქამდე ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ვიდრე მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს.
ევროპარლამენტი კვლავ აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას და აღნიშნავს, რომ “არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას”. ამასთან, მიუთითებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.
“საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს იქამდე, ვიდრე მისი მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის პოსტში.
Georgia cannot join the EU until its government changes its authoritarian course.
The European Parliament stands with the Georgian people.
Parliament does not recognise Georgia’s current government and says its EU path is effectively suspended until fair elections happen.— European Parliament (@Europarl_EN) July 19, 2025