Enganche Sports: მამუკელაშვილმა “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტი შეათანხმა

თურქული Enganche Sports-ის ცნობით, 25 წლის ფორვარდის სანდრო მამუკელაშვილის გაშვება “სან ანტონიოს” სურს და თავად ქართველიც კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე თანახმაა.
გამოცემის მტკიცებით, მამუკელაშვილმა “ფენერბაჰჩესთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მისით “ეფესიცაა” დაინტერესებული. ერთი სიტყვით, სანდროს შეუძლია სტამბოლურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკელაშვილით და გოგა ბითაძით “პანათინაიკოსია” დაინტერესებული, რომელმაც ევროლიგა მოიგო.