ავიაკომპანია Emirates Airline-მა დუბაის ავია შოუზე ხელი მოაწერა კონტრაქტს Airbus-ს 15 ერთეული A350-900 ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ. საერთო ღირებულება $6 მლრდ-ია.
შედეგად, ავიაკომპანიის მიერ შეკვეთილი A350 თვითმფრინავების საერთო რაოდენობამ 65-ს მიაღწია. Emirates გეგმავს პირველი თვითმფრინავის მიღებას მომავალი წლის აგვისტოში და მთლიანი მიწოდება 2028 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, იუწყება MarketWatch.
როგორც გამოცემა იტყობინება, მანამდე Emirates-მა Boeing-s 95 ერთეული 777-9-ის, 777-8-ისა და 787 Dreamliner-ის ტიპის 52 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები შეუკვეთა.
16 ნოემბრის ვაჭრობაში Airbus-ის აქციები 0,7%-ით გაიზარდა.